ჩვენ ვზრუნავთ დამკვეთის იმიჯზე, მის კეთილდღეობაზე!

ჩვენ შეგვიძლია ის, რაც არ შეუძლია სხვას !

 ჩვენ არ ვაკეთებთ აქცენტს მხოლოდ რეკლამის სილამაზეზე, ჩვენთვის უმთავრესი სტრატეგიაა – ეფექტური მარკეტინგული, PR და სარეკლამო სტრატეგია , რომელსაც შესაბამისი ბაზრისა და სამიზნე ჯგუფების შესწავლის შედეგად ვაყალიბებთ !!!

ჩვენი დამკვეთისთვის ეს ნიშნავს რეკლამაზე დახარჯული თანხებისა და რეკლამის შედეგად მიღებული შემოსავლების ოპტიმალურ თანაფარდობას !

ვინაიდან ჩვენი სააგენტო, პარტნიორებთან ერთად ("ნოტა ბენე" და "ბენეფისი"),  რეკლამის ნებისმიერ სახეობას ასრულებს, ამიტომ დამკვეთს ვთავაზობთ მხოლოდ იმას და იმ დოზით, რომელსაც მისთვის, საჭირო დროსა და ვითარებაში, ყველაზე დიდი წარმატების მოტანა შეუძლია! 

ჩვენ გთავაზობთ:

  • თქვენთვის საინტერესო ბაზრების შესწავლას, კონკურენტების შესაძლებლობებისა და მომხმარებლების მოთხოვნების შეფასებას;
  • მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევების ჩატარებას;
  • მარკეტინგული და PR სტრატეგიების შემუშავებას და განხორციელებას;
  • სარეკლამო ვიდეორგოლების, ვიდეოკლიპების, ვიდეოსიუჟეტების, სატელევიზიო გადაცემების დამზადებას;
  • Web–პორტალების, საიტების პროექტირებასა და დამზადებას, საქართველოსა და უცხოეთის საძიებო–სარეიტინგო სისტემებში განთავსებას;
  • საფირმო სტილის (ლოგო, ფერი, სლოგანი, მუსიკალური ფრაზა) შექმნას;
  • ყველა სახის ბეჭდვითი პროდუქციის (პლაკატები, ალბომები, ბუკლეტები, პოსტერები, ფლაერები, ლიფლეტები და სხვა) გრაფიკული დიზაინის შექმნა;
  • ყველა სახის რეკლამის კომპიუტერული დიზაინის დამზადებას და მის რეალიზებას ნებისმიერ საგანსა თუ მასალაზე (ლაითბოქსი, ბანერი, სუვენირი, მაისური და სხვა);
  • მედიადაგეგმვას – ელექტრონული, ვიდეო, აუდიო, ბეჭდვითი და შერეული რეკლამის განთავსებას შესაბამის მატარებლებზე (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, ბეჭდვითი მედიასაშუალებები, ბანერები და სხვა);
  • ყველა სახის ღონისძიებების (კონფერენციები, სემინარები, სკოლები, გამოფენები, პრეზენტაციები, კონკურსები, ექსკურსიები და სხვა) დაგეგმვასა და ჩატარებას;
  • სწავლებას სპეციალურ მოკლე და გრძელვადიან (1–6 თვე) კურსებზე. დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსის სერტიფიკატის მინიჭებით:   PR, იმიჯმეიკინგი, რეკლამა;   კომპიუტერული გრაფიკა, ვებ–დიზაინი, ვიდეომონტაჟი; ტელე–რადიო წამყვანის ხელოვნება; ფანდრაიზინგი; ბიზნესგეგმებისა და პროექტების მომზადება.

                  დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსის                       მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სატელევიზიო–                               საინფორმაციო სააგენტო – MTVi Agency